კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი ჩვილი გარდაიცვალა

კორონავირუსი ე.წ დელტა შტამით ინფიცირებული კიდევ ერთი ჩვილი გარდაიცვალა, - აღნიშნული ინფორმაცია "ფაქსინტერნიუსს" ციციშვილის სახელობის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ დაუდასტურა.

როგორც ცნობილია, ინფიცირებული ჩვილი ხსენებულ კლინიკაში სოხუმიდან გადმოიყვანეს და თავიდანვე შეფასდა, როგორც კრიტიკულად მძიმე და საჭირო გახდა ხელოვნური სუნთქვის აპარატი. მდგომარეობა ბოლო დღეებში კიდევ უფრო გართულდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამით კიდევ ერთი ჩვილი დაიღუპა.