სემინარებსა და ტრენინგებზე დასწრებას ე.წ. სწრაფი ტესტის ჩატარების შემთხვევაშიც შეძლებთ

სემინარებსა და ტრენინგებზე დასწრებას ე.წ. სწრაფი ტესტის ჩატარების შემთხვევაშიც შეძლებთ, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც თურნავა აღნიშნავს ეს კეთდება იმისათვის, რომ ტრენინგები და სემინარები გაგრძელდეს და სრულიად უსაფრთხო გარემოში ტარდებოდეს.

"სწრაფი ტესტებიც დაშვებულია. ტურიზმის ადმინისტრაციას სექტორთან კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში აქვს. ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ტრენინგები და სემინარები არ დაიკეტოს, არ აიკრძალოს და გაგრძელდეს, მაგრამ იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო. ჩვენ გავითვალისწინეთ ინდუსტრიის მოთხოვნა და სწრაფ ტესტებზეც არის საუბარი, არამარტო „პისიარზე“. ეს უფრო მარტივს ხდის ამ რეგულაციის შესრულებას“, - განაცხადა თურნავამ.