გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში სოფლის ცენტრების კეთილმოწყობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში სოფლის ცენტრების კეთილმოწყობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტები, რომლებიც სოფლებში ინფრასტრუქტურის განახლებას ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის 15-მდე სოფელში განხორციელდება.

განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს მალე წაბლანის მოსახლეობა. სოფლის კეთილმოწყობითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, რომლის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფლის სახლსა და ფანჩატურს. დაგეგმილია გარე განათების, სანიაღვრე არხის, სავარჯიშო ტრენაჟორებისა და წყლის კუთხის მოწყობა. კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.

სამუშაო პროცესს წაბლანაში დღეს, შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.

მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში სოფლის ცენტრების კეთილმოწყობაზე 680 000 ლარამდე დაიხარჯება.

(NS)