ჯოზეფ გორდონ-ლევიტი საქართველოს ფოტოებს ეძებს

ოქროს გლობუსის ნომინანტმა ჯოზეფ გორდონ-ლევიტმა ფეისბუქის პირად გვერდზე, რომელსაც თითქმის 6 მილიონამდე "მოწონება" აქვს, თბილისის ფოტო გამოაქვეყნა და ყველას თხოვა, საქართველოში გადაღებული სურათები გაეგზავნათ მისთვის.

პოსტი სულ მალე საქართველოს სხვადასხვა ბუნების ამსახველი ულამაზესი ფოტოებით აივსო.

როგორც ცნობილია, 40 წლის მსახიობი თავისი ონლაინმედია პლატფორმა HitRecord-ზე აგროვებს მასალებს და ახალ პროექტზეც მუშაობს, რომლის დეტალები ბოლომდე ცნობილი არ არის.

ცნობისთვის, ჯოზეფ გორდონ-ლევიტს მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში შესრულებული აქვს როლები ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა Inception (დასაწყისი), The Dark Knight Rises (ბნელი რაინდის აღზევება) და Lincoln (ლინკოლნი).