მომდევნო კვირიდან აცრა რეგისტრაციის გარეშე, პირდაპირ კლინიკაში მისვლისას იქნება შესაძლებელი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით მომდევნო კვირიდან მოქალაქეს შეეძლება პირდაპირ მივიდეს კლინიკაში და აიცრას.

მისივე თქმით, ეს რეჟიმი უკვე მოქმედებს Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინებზე.

"თუ ვინმემ რაიმე მიზეზით ვერ მოახერხა რეგისტრაცია პორტალზე ან ტელეფონით, ამ შემთხვევაში, 37-ვე დაწესებულება უკვე მომდევნო კვირის ბოლოდან, როდესაც გაივლის რეგისტრაციის პირველი ტალღა, იქნება მობილიზებული იმისთვის, რომ ადგილზე მიიღონ მოქალაქეები, რომლებიც დაწესებულების ცხელ ხაზზე დარეკავს და ჩაეწერება ვიზიტისთვის, ან, შეიძლება, პირდაპირ მივიდეს და ჩაიტაროს ვაქცინაცია. ეს ყველა ვაქცინას შეეხება, ეს რეჟიმი უკვე მოქმედებს Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინებზე", - აცხადებს თამარ გაბუნია.