SEX AND THE CITY-ს გაგრძელება - იხილეთ პირველი კადრები

სტრიმინგის სერვისი HBO Max საკულტო სერიალის, Sex and The City-ს, გაგრძელებაზე მუშაობას იწყებს. 

ახალი პროექტის სახელია And Just Like That, რომელიც ათი სერიისგან შედგება. ნაცნობ როლებს დაუბრუნდნენ სარა ჯესიკა პარკერი, სინტია ნიქსონი და კრისტინ დევისი. სამანტას პერსონაჟი, რომელსაც კიმ კეტროლი ასახიერებს, გაგრძელებაში არ გამოჩნდება.

გადაღებები მიმდინარე წლის ივნისში ნიუ-იორკში დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს. ახალი პროექტის გამოსვლის ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

HBO Max-მა გადასაღები მოედნიდან პირველი ფოტოები გამოაქვეყნა.