ბოლნისის მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, კორონავირუსის ვაქცინით, ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში, ადმინისტრაციულ ერთეულებში ბოლნისის მერის წარმომადგენლები აიცრნენ.-ამის შესახებ ინფორმაცის ბოლნისის მერი ავრცელებს 

მათი ცნობით, ქალაქ ბოლნისში, მოქალაქეებს აცრის გაკეთება ,,ფაიზერის", ,,სინოფარმისა" და ,,სინოვაკის" ვაქცინებით  ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე შეუძლიათ.

"შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის - booking.moh.gov.ge მეშვეობით, ასევე, პირდაპირ, კლინიკაში ვიზიტის დროსაც. გარდა ამისა, ვიზიტის დასაჯავშნად, მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი - 144-3"-ნათქვამია განცხადებაში.

(NS)