აქცია ქობულეთში - საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები სესხების გადავადებას ითხოვენ

ქობულეთში, საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები აქციას მართავენ. ისინი სესხების სუბსიდირებას და საპროცენტო ვალდებულებისგან გათავისუფლებას ითხოვენ.

ადგილზე შეკრებილები აცხადებენ, რომ პროტესტს მანამ გააგრძელებენ, სანამ ქობულეთის მერსა და ეკონომიკის მინისტრს არ შეხვდებიან. მათი თქმით, თუ მოთხოვნა არ შესრულდება, ადმინისტრაციული შენობების პიკეტირებას მოახდენენ. 

აქციის მონაწილეების თქმით, პანდემიის პერიოდში, საზღვაო ტურისტული სეზონი მათთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. შესაბამისად, კომერციულ ბანკებში ფინანსური ვალდებულებების გადახდას ვერ ახერხებენ.