ჯენიფერ ლოპესმა თავისი ახალი რომანტიკული კომედია წარადგინა

ჯენიფერ ლოპესმა ლას-ვეგასში, გამოფენაზე CinemaCon თავისი ახალი ფილმი „დაქორწინდი ჩემზე“ წარადგინა. ამის შესახებ Entertainment Weekly წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ფილმის რეჟისორი კეტ კოიროა.

სიუჟეტის მიხედვით, კეტ ვალდესი (ჯენიფერ ლოპესი) და ბასტიანი (მალუმა) მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მუსიკალური წყვილია. მათი ახალი სიმღერა ქორწინებაზე ძალიან პოპულარული ხდება, ამიტომ წყვილმა კონცერტზე დაქორწინება გადაწყვიტა, რომლის ტრანსლაცია პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს.

მაგრამ სცენაზე გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე კეტი შეიტყობს, რომ ბასტიანი ასისტენტთან ღალატობს. მომღერალს მომენტის დაკარგვა არ სურს და გადაწყვეტს პირველივე შემხვედრზე დაქორწინდეს. ეს კი ჩარლი აღმოჩნდა (ოუენ უიოლსონი) - მათემატიკის მასწავლებელი, რომელიც კონცერტზე შემთხვევით, მეგობრებთან ერთად აღმოჩნდა.

მუსიკალური რომანტიკული კომედიის პრემიერა 2022 წელს, ვალენტინობისთვის არის დაგეგმილი.