რომელი ვაქცინაა საქართველოში ყველაზე პოპულარული?

საქართველოში ყველაზე მეტი პირი „ფაიზერის“ ვაქცინით არის აცრილი- ჯამში 648 858 მოქალაქე.

მეორე ადგილზეა „სინოფარმი“, რომლითან მოქალაქეების 427 114 აცრილი.

მესამე ადგილი „სინოვაკის“ ვაქცინას უჭირავს, რითაც 137 048 პირი აიცრა. ბოლო ადგილზე კი, „ასტრაზენეკა“ – 118 461.

ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ავრცელებს. 

„ფაიზერით“ აცრილი მოქალაქეებიდან, 1 დოზით ვაქცინირებულია 444 505, ხოლო ორი დოზით 204 353 პირი.

ჩინური ვაქცინა „სინოფარმით“ აცრილია 427 114 პირი, საიდანაც ერთი დოზით ვაქცინირებულია 260 254 მოქალაქე, ხოლო ორი დოზით 166 860 პირი.

„სინოვაკით“ აიცრა 137 048 პირი, საიდანაც 1 დოზით ვაქცინირებულია 79 228 მოქალაქე, ორი დოზით კი 57 820 პირი.

„ასტრაზენეკათი“ ვაქცინირებულია 118 461 მოქალაქე, საიდანაც ერთი დოზით 61 328 პირი აიცრა, ორი დოზით კი 57 133 მოქალაქე.

აღრიცხვის პერიოდი 15 მარტიდან 5 სექტემბერს მოიცავს.