აზერბაიჯანში სასწავლო პროცესის განახლებისთვის ყველა მასწავლებელი უნდა აიცრას

აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს განცხადებით, რათა ქვეყანაში სასწავლო პროცესი სკოლის კედლებში განახლდეს, ყველა პედაგოგი აცრილი უნდა იყოს. 

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პედაგოგი აცრას სამედიცინო ჩვენების შესაბამისად ვერ იკეთებს, ამის დამადასტურებელი ცნობა უნდა წარადგინოს.

ამ ეტაპზე, აზერბაიჯანში პედაგოგთა 80% აცრილია.

აზერბაიჯანში ოფიციალური ინფორმაციით, მასწავლებლები ერთ-ერთი პირველი სამიზნე ჯგუფი იყო, რომელთა ვაქცინაციის პროცესიც ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში დაიწყო.

აზერბაიჯანში სკოლებში სწავლა 22 სექტემბერს იწყება.