ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ექვსი თვით გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის დაწესებული სანქციები, ექვსი თვით გაუხანგრძლივდება. შემზღუდველი ზომები 2022 წლის 15 მარტამდე იმოქმედებს.

სანქციები გულისხმობს სამოგზაურო შეზღუდვებს, ანგარიშების გაყინვას და ეკონომიკური საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს. სანქციები ვრცელდება 177 პირის და 48 კომპანიის წინააღმდეგ.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო დააწესა.