ბათუმში მამაკაცმა ტურისტი დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა

ბათუმში, მამაკაცმა ბელარუსის მოქალაქე ქალი დაჭრა, რის შემდეგაც, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შემთხვევა დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

დაჭრილი ტურისტი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.