სააკაშვილის დასაბრუნებლად შექმნილ ორგანიზაციას 41 ათასი ადამიანი შეუერთდა

ორგანიზაცია "საერთო სახალხო მოძრაობამ", რომელიც ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში მშვიდობიან დაბრუნებას ემსახურება, მუშაობა ოფიციალურად დაიწყო. თაკო ჩარკვიანის თქმით, მოძრაობას ბოლო 24 საათში 12 ათასზე მეტი ადამიანი შეუერთდა. 

"12 ატასი ადამიანი, ეს არის ბოლო 24 საატში და 41 ათას ადამიანზეა ასული ორგანიზაციაში ონლაინ რეგისტრაცია. ეს წარმოუდგენელი ამბავია. ნომრების დამატება დაგვჭირდა, არ გვეყო. ასეთი ინტერესი არ მინახავს. " - ამბობს ჩარკვიანი. 

ცნობისთვის, თაკო ჩარკვიანმა ორგანიზაცია "საერთო სახალხო მოძრაობა" რამდენიმე დღის წინ დააფუძნა. პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერის თქმით, მოძრაობა ქვეყნის ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში უსაფრთხოდ დასაბრუნებლად დაეხმარება.