საქართველოში კორონავირუსის 3221 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 54 პაციენტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 3 221 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა.

NCDC-ის ცნობით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 990 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 548 951.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  585 036-ს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 287 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 221 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 167 შემთხვევა, აჭარა - 220, იმერეთი - 498, ქვემო ქართლი - 194, შიდა ქართლი - 279, გურია - 71, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 339, კახეთი - 272, მცხეთა-მთიანეთი - 93, სამცხე-ჯავახეთი - 46, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 42.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 717 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 507 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 210 PCR ტესტით.