პირი, რომელმაც სამი არასრულწლოვანი დაჭრა, დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.  

შსს-ს ცნობით, დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო, რის შემდეგაც თბილისში დაკავებულმა, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა 2007 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს., 2006 წელს დაბადებულ ბ.ხ.-ს და 2006 წელს დაბადებუ გ.მ.-ს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს და დიდუბე ჩუღურეთის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2007 წელს დაბადებული ლ.მ. არასრულწლოვნების მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი- დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109- ე მუხლით მიმდინარეობს,რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს."- წერია უწყებაში.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს თბილისში წერეთლის გამზირზე სამი არასრულწლოვანი დაჭრეს.