საქართველოს ბანკის მხარადჭერით „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ზღაპრის დღესუმასპინძლებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 16 სექტემბერს თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ზღაპრის დღე გაიმართება. ღონისძიებისფარგლებში,ილუსტრატორ გიორგი ჯინჭარაძის „ამირანის“ თემაზე შექმნილი პროექტის გამოფენამოეწყობა.

ზღაპრის დღის მთავარი მოვლენაAR (Augmented reality - გამოგონილი რეალობა) აპლიკაციის პრეზენტაციაიქნება, რომლის მეშვეობითაც, ზღაპრული პერსონაჟების თანამედროვე რეალობაში გადმოყვანაა შესაძლებელი. მათი  ავტორები კი  მხატვრები:ანკა ბოჭორიშვილი, ვარლამ ჯმუხაძე, კვაჭი, სოფო კირთაძე, ხატია ჩიტორელიძე და ანუკ ბელუგაარიან.

აპლიკაცია უძველესი მითებისა და თანამედროვე ტექნოლოგიის ერთგვარი სინთეზია, რომელიც მომხმარებელს არა მხოლოდ გართობის, არამედ ფანტაზიის გაშლის შესაძლებლობას აძლევს.

გამოფენანებისმიერი ასაკის დამთვალიერებლისთვის არის განკუთვნილი და ის 26 სექტემბრამდე გაგრძელდება. აპლიკაცია ნელ-ნელა სხვა მხატვრების ნამუშვრებითაც შეივსება.

ინფორმაციისთვის, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, თბილისის მერიის ინიციატივითა და "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ხორციელდება. World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.