ძალადობრივი ორგანიზაცია, რომელიც საპატრიარქო ტახტისკენ გზის გასაკაფავად იბრძვის

„მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“ - არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და უკვე მრავალი წელია ახორციელებს ექსტრემისტულ საქმიანობას ძალადობრივი ფორმით.

მისი ერთ-ერთი ლიდერია დეკანოზი დავით ისაკაძე, რომელიც, როგორც რელიგიური ექსტრემისტი უკვე მსოფლიოშია ცნობილი და რომელმაც წარმატებით გადაიბარა ბასილ მკალავიშვილის ესტაფეტა. სახალხო დამცველმა საპარლამენტო მოხსენებაში დააფიქსირა მისი დანაშაულებრივი ქმედებები.

 დეკანოზი დავით ისაკაძე წარსულში ნასამართლევია მანქანის ქურდობისათვის, უკვე მრავალი წელია იგი ოფიციალურად არის დანიშნული ქსნის კოლონიის სულიერ მოძღვრად. სწორედ კოლონიის პატიმრებს შორის ახდენს მამა დავითი “მშობელთა კავშირის” ახალი წევრების რეკრუტირებას. ამიტომაც ახორციელებენ ისინი თავიანთ საქმიანობას “შავი გაგების” მიხედვით. უნდა ითქვას, რომ საპატრიარქოს იმ განყოფილებას, რომელიც კურირებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებთან ურთიერთობას, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა წარსულში ოთხჯერ ნასამართლევი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი, ხოლო მის შემდეგ ასევე წლების განმავლობაში წარსულში ორჯერ ნასამართლევი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია. მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: “ვამაყობ, რომ ნაციხარი ვარ!”. 

“მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” რეალურ ლიდერს წრმოადგენს არქიმანდრიტი ბასილ (ზურაბ) ანთაძე, რომელსაც კიკეთში აქვს ცენტრი. იდეოლოგებს: არქიმანდრიტები რაფაელ კარელინი და ლაზარე აბაშიძე. 

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის წევრობა არ არის ფიქსირებული. ამიტომ ექსტრემისტთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი მოქმედებს სხვა და სხვა სახელით.

მათი აქტიურ მომხრეები არიან მღვიმევის დედათა მონასტრის მონაზვნები (ჭიათურის რაიონი), ბათუმისა და ქობულეთის, რუისისა და ურბნისის, შემოქმედის (გურია), წილკნის და სხვა ეპარქიების სამღვდელოების აბსოლუტური უმრავლესობა (განსაკუთრებით მონასტრები). 

ფაქტიურად ამ ექსტრემისტული დაჯგუფების რეალურ და პოტენციურ წევრებს წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის დიდი უმრავლესობა. 

რადგანაც ეკლესიის წიაღში არსებულ ერთადერთ დამრტყმელ ძალას ეს ექსტრემისტული დაჯგუფება წარმოადგენს, აღნიშნული იერარქები გეგმავენ მის გამოყენებას საპატრიარქო ტახტისაკენ გზის გასაკაფავად. 

მაგრამ, რა საჭიროა ეკლესიაში დამრტყმელი ძალა? რადგან, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში მხოლოდ ჯუნგლების კანონი მოქმედებს. 

კათოლიკოს-პატრიარქს არასოდეს მოუხდენია რეაგირება ამ დაჯგუფების ექსტრემისტულ საქმიანობაზე. პატრიარქს მხოლოდ ერთი განცხადებით შეუძლია აღკვეთოს მათი ექსტრემიზმი, მაგრამ ამას არ აკეთებს. მასაც სჭირდება დამრტყმელი ძალა ეკლესიაში და არ სჭირდება ისეთი მღვდელი, რომელმაც ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებში მიიღო განათლება.