მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ჩემი ვარაუდი დაადასტურა - ნიკა გვარამია

"ეთერში მოვყევი, რაზე მსჯელობდა გუშინ ქართული ოცნება. ზუსტად ერთ საათში ამას მოყვა მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, რომლითაც ეს დაატასტურა, ოღონდ იქვე დააყოლა, რომ ამას ოპოზიცია იზამს"-  ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორი მამუკა მდინარაძის ბრიფინგს ეხმაურება.

ნიკა გვარამიას თქმით, ყველაფრის მომსმენ, გადამღებ, გამომქვეყნებელი სწორედ "ქართული ოცნებაა" და ეს ყველამ იცის. 

"ეთერში მოვყევი, რაზე მსჯელობდა გუშინ ქართული ოცნება: ამ საშინელ ვითარებაში, რომელშიც ჩავარდნენ, საინფორმაციო გადაფარვის შესაძლებლობად განიხილეს პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნება ანონიმური წყაროს მეშვეობით. ზუსტად ერთ საათში ამას მოყვა მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, რომლითაც ეს დაატასტურა, ოღონდ იქვე დააყოლა, რომ ამას ოპოზიცია იზამს უცხოეთში.

მამუკა მდინარაძე, ამ ბოდვაზე კომენტარს არ გავაკეთებ. ყველაფრის მომსმენ, გადამღებ, გამომქვეყნებელი ვინაა ამ ქვეყანაშიშენ ყველამ იცის. უკრაინული ვიკილიქსების და ჰაკიმ ფაშებიც ყველას ახსოვს. მაგ სისულელეებს, ჯობია ის გვითხარი, ვის დროს გადაღებულ კადრებზე ლაპარაკობ? ხომ არ გამომრჩა და ხომ არ თქვი, ჩვენს მიერ გადაღებულ სექსებს გამოაქვეყნებენ, ოღონდ გამომქვეყნებელი ჩვენ არ ვართო? თუ ეგეც სააკაშვილმა გადაიღო ჭოგრიტით კიევიდანო, ეგ თქვი და გამომრჩა? იქნებ ახალი ბრიფინგით ჩააზუსტო."- წერს გვარამია მის Facebook გვერდზე. 

დღეს, მამუკა მდინარაძემ „ქართლი ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გავრცელებული ფარული ჩანაწერები „ნაციონალური მოძრაობის“ მხირდან  ერთგვარი შემზადება იყო, პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერების გავრცელებისთვის, რომლის ინტერნეტში ატვირთვა მომდევნო დღეებში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ იგეგმება.