
ინტერნეტის და სხვადასხვა აპლიკაციის მომხმარებელი თუ ხართ, ესე იგი, პაროლებსაც აუცილებლად იყენებთ. იცით, რომ პაროლი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია თქვენი ინფორმაციული უსაფრთხოების დასაცავად? - ალბათ, კი. მაგრამ, შესაძლოა, არასდროს გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენ მიერ გამოყენებული პაროლი მილიონობით ადამიანსაც შეიძლება ჰქონდეს. არადა, ზოგჯერ გვგონია, რომ ზედმეტად ჩავხლართეთ ყველაფერი და ისეთი დაცულები ვართ, ვერასდროს ვერავინ შესძლებს ჩვენს აპლიკაციებში შეღწევას.
როდესაც თქვენ ქმნით პაროლს, ხშირად უშვებთ შეცდომას, რადგან კომბინაციას ლოგიკურად ალაგებთ. ნებისმიერი პაროლი, რომელიც ექვემდებარება ლოგიკას, სპეციალისტებისთვის მარტივად დასადგენი და ამოსაცნობია. შესაბამისად, თქვენი მონაცემები ყოველთვის მოსალოდნელი საფრთხის ქვეშ რჩება.
ქვემოთ მოცემული რჩევები თქვენი პაროლების უსაფრთხოებაში დაგეხმარებათ:
- პაროლის მოფიქრებისას, გამოიყენეთ სიმბოლოების, დიდი და პატარა ასოების და ციფრების რთულად გამოსაცნობი კომბინაცია. სასურველია, პაროლი სულ მცირე 10-12 სიმბოლოსგან შედგებოდეს
- არ გამოიყენოთ ერთი და იგივე პაროლი სხვადასხვა აპლიკაცისა თუ სისტემაში შესასვლელად
- გამოიყენეთ ე.წ. ორმაგი ვერიფიკაციის ფუნქცია. ასეთ შემთხვევაში, მობილურ ტელეფონზე გეგზავნებათ კოდი, რომლის გარეშეც შესვლას კონკრეტულ აპლიკაციასა თუ ვებგვერდზე ვერავინ შეძლებს.
- არ შეხვიდეთ საბანკო ან სხვა ანგარიშებზე გაურკვეველი მოწყობილობებიდან
- ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რა ინტერენტს იყენებთ: მასობრივ თავშეყრის ადგილებში არსებული საჯარო ინტერნეტით თქვენს პირად ინფორმაციაში შეღწევა მარტივია. ამიტომ, მოერიდეთ, თუნდაც მობაილბანკის შემოწმებას ასეთი ინტერნეტის გამოყენებისას.
- არ გაუზიაროთ არავის თქვენი პაროლი. შეგიძლიათ გამოიყენეთ სპეციალური პროგრამები, რომლებიც თქვენი პაროლების მართვასა და დამახსოვრებაში დაგეხმარებათ.
წყარო: ფინანსური განათლების პლატფორმა, ედუფინი - https://www.facebook.com/edufingeo/

გარდაცვლილ ვლადიმერ ჟირინოვსკის რუსეთის რადაში პატივი მიაგეს
დედამ შვილი საკუთარი სახლის ეზოში თავისი ხელით დამარხა - უკრაინა
NYT-მა გააანალიზა ბუჩას ქუჩების სატელიტური სურათები, რომლებზეც ნაჩვენებია დაღუპულების ცხედრები
მთავრობის შემადგენლობაში კიდევ ერთი ცვლილება განვახორციელეთ - ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი
სწორედ ამაზე ვსაუბრობდი, რომ თუ ვინმე დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა და ასეც არის - ღარიბაშვილი
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |