მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ექსპრეზიდენტმა Facebook გვერდზე გაავრცელა. 

ვიდეო მიმართვაში სააკაშვილი ამბობს, რომ ბათუმშია. მან ამომრჩევლებს მოუწოდა, 2 ოქტომბერს არჩევნებზე მივიდნენ და შემდეგ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბონ.

"ორში უნდა მივიდეთ ყველა აჩევნებზე, მივცეთ ხმა ნაციონალურ მოძრაობას. და არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს არც გახარიას. თუ ნაციონალური მოძრაობა არ მოგწონთ ხმა მიეცით სხვა შედარებით პატიოსან პატარა პარტიებს. აქ უნდა ყოფილიყო ჩემი ბათუმის ტექონოლოგიური უნივერსიტეტი,  რომელიც გაანადგურეს დღეს, არც კოვიდით დაგვეხოცებოდა ამდენი ხალხი. ისე მენატრებოდა აქაურობა, ეს არის ჩემი ოცნების აცრულება, მაგრამ საბოლოოდ ჩემი ოცნება ასრულდება როცა საქართველო დადგება ფეხზე და დრეს აქ მხოლოდ სახლებს აშენებენ რუსებისთვის. ჩვენ ორში უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე, და შემდეგ უნდა გავავსოთ რუსთაველს, თავისუფელვის მოედანი და თუ ვიქნებით 100 000 ჩვენ ვერავინ ვეღარ დაგავმარცხებს და საქართველო დაადგება განვითარების გზას. მე ყველაფერი გავრისკე ჩემი სიცოცხლე, თავისუფლება. შევხვდებით თბილისში" - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.