ნგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. მათ შორის 3 ბავშვია

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსიდან კიდევ ერთი გარდაცვლილი მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს. 

სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ 2 ცხედარი ამოასვენეს, ქალი და ბავშვი. კორპუსის სადარბაზოს ნგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. მათ შორის 3 ბავშვია.

მაშველები ეძებენ კიდევ ერთ ადამიანს.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 9 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 გარდაცვლილია. კიდევ 1 ადამიანი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი დააკავა, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა.