დავლაძეების ოჯახის ტრაგედია

ბა­თუმ­ში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი 6 პი­რი­დან 4 - ერთი ოჯა­ხის წევ­რია. გარ­დაც­ვი­ლია 35 წლის ინგა მე­კე­ი­ძე, მისი ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი და მაზ­ლი. 

პატარები რამაზ დავლაძის შვილები არიან. რამაზე მთელი ღამის განმავლობაში ელოდებოდა სასწაულს. მაყურებელმა არაერთი ტელევიზიის კადრი იხილა სადაც მამაკაცი ყვირის: “სადა ხართ, შვილებო, დამენახეთ… ღმერთო დამეხმარე, გეხვეწები…” 

მისი მეუღლე 35 წლის ინგა მე­კე­ი­ძე, დი­ლით, და­ახ­ლო­ე­ბით 10 სა­ა­თის­თვის, კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ექი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბით, პა­ცი­ენტს ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გული 4 ჯერ გა­უ­ჩერ­და.

ახალ­გარზრდა ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვე­ბი­დან ამო­იყ­ვა­ნეს მისი 2 შვი­ლი -1 და 9 წლის ბავ­შვე­ბი. ორი­ვე არას­რულ­წლო­ვა­ნი გარ­დაც­ვლი­ლი იყო. ბავ­შვებ­თან ერ­თად მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვე­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს მათი ბი­ძაც, რო­მე­ლიც ინგა მე­კე­ი­ძის ახ­ლობ­ლის თქმით, უცხო­ე­თი­დან ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი იყო და ძმის ოჯახ­ში სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და.