რუსეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსული გამოცემა "Ria News" ცნობით, ქალაქ მენზელსინკში ,,L-410“ ტიპის თვითმფრინავი რეგიონული რეისებს შესრულები დროს ჩამოვარდა. 

თვითმფრინავის ბორტზე 22 ადამიანი იყო, 20 პარაშუტისტი და 2 ეკიპაჟის წევრი. მათგან 15-ს სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 7 დაშავებულის საავადმყოფოში გადაყვანა მოხერხდა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, თვითმფრინავი რადარის ეკრანიდან გაქრა კვირა დილით. მფრინავების გარდა, ბორტზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი საფრენი კლუბის წევრები, რომლებიც პარაშუტით გადმოხტომას აპირებდნენ.

კატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.