რუსები ფაიზერის ვაქცინაში 300 დოლარზე მეტს იხდიან

რუსეთში, Covid-19-ით ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და პიკს აღწევს. 

ბოლო დღეების მონაცემებით, ვირუსით 29 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვალების რიცხვი კი, დღიურად 968-ს უტოლდება. 

დაბალია ვაქცინირებულთა რაოდენობაც. ამ დროისთვის მოსახლეობის მხოლოდ 30% სრულად არის აცრილი კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით. 

აღსანიშნავია, რომ რუსული "Sputnik V" ვაქცინა ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ამის ფონზე, ასობით რუსი სერბეთში მიემგაზვრება ფაიზერით ვაქცინაციისთვის. ტურის ღირებულება კი $300 მეტი ჯდება. 

ცნობისთვის, ოფიციალური მონაცემებით, სერბიაში ვაქცინა მიიღო 160 ათასზე მეტმა უცხოელმა მოქალაქემ.