ქართველი ძიუდოისტი გამარჯვებას დედას უძღვნის - ემოციური შეხვედრა იტალიაში

ხუთი წლის წინ გვანზა ჭანტურიძე მილანში გაემგზავრა. ეს არ ყოფილა სასიამოვნო მოგზაურობა, არამედ წმინდა აუცილებლობა. მან ოჯახი საქართველოში დატოვა. თუმცა, მაგ დღის მერე მუშაობა არ შეუწყვიტავს და ოჯახს შორიდან, ყოველთვიურად ეხმარება. განსაკუთრებული ინტერესით, საკუთარი შვილის საბა ინანეიშვილის კარიერას ადევნებს თვალს.

საბა ოცი წლის ძიუდოისტია. როდესაც გვანცა მილანში წავიდა, ის თხუთმეტი წლის იყო. დედასა და შვილის განშორება საბასთვისაც მძიმე აღმოჩნდა. ხუთი წლის განმავლობაში გვანცა შორიდან აკვირდება შვილის განვითარებასა და მიღწევებს. 

წარატებული ძიუდოისტი ოლბიაში გაემგზავრა, ჯუნიორ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად, საიდანაც ოთხი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალით დაბრუნდა.

"მე ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდი ჩემი შვილის განვითარებას. როდესაც მან ტურნირზე მედალი მოიგო, დამირეკა და მითხრა, რომ ეს გამარჯვება ჩემი სახელით იყო და მას მე მიძღვნიდა." - ამბობს საბას დედა. "მე გავიმარჯვე მისთვის, ეს ოქრო მისი მედალია".-  ამბობს საბა.

გვანცამ არ იცოდა, როდის შეძლებდა მისი შვილის ნახვას და ჩახუტებას, ამიტომაც საბას სანახავად ოლბიაში ჩავიდა. მისი თქმით, "გამარჯვების შესახებ ტელეფონით მოსმენა არ არის იგივე, რაც საკუთარი თვალით დანახვა".

სინამდვილეში, წარმატება ყველაზე უმნიშვნელო იყო. რაც გვანცას უპირველეს ყოვლისა სურდა, იყო საბას დანახვა და შეხება. 

დედისა და შვილის ასეთი ბედნიერი შეხვედრა გვავიწყებს ყოველდღიურ პრობლემებს, რომლებიც, ალბათ, არც ისე სერიოზულია. ვხედავთ ამაყ დედას, სიყვარულით სავსე მადლიერ შვილს, ეს კი ყველაფერს უდრის.