უგულავა სააკაშვილს - ისტორიული მასშტაბის აქტი მოხიე, სანამ მაქედან არ გამოგიყვან სხვა საქმე არ მაქვს

„ვერ ვიტან, მძულს ის აზრი, როცა წარმოვიდგენ, რომ შენ ბიძინას ციხეში ზიხარ. ბურთი მემჩხირება ყელში ბრაზისგან.“ - ფოთის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი, გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს წერილს უგზავნის.

წერილს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ეკა ხერხეულიძე ავრცელებს.

„მიშა, ვიცი, რომ მაგრად და ჯანზე იქნები, ზედმეტს არ მოგწერ. არც შიმშილობის შეწყვეტას გთხოვ, უკეთ იცი შენ. ერთი მინდა გითხრა, რომ ამდენი ხნის თავზე თუ რამე გამაკვირვებდა და აღმაფრთოვანებდა, ეს შენი დაბრუნება იყო. ისტორიული მასშტაბის აქტი მოხიე, თან მაგარი სიმსუბუქით. ეს ჩვენი ეროვნული ციხეც ალბათ უნდა გენახა. მოკლედ, ისტორიულ სიმბოლოზმში ყველაფერი ჟანრის წესებით მიდის. აწი ცოტა გაძლებაც უნდა. ეს ხალხიც ნელა, მაგრამ იქოქება. შოკი და დაუჯერებელი იყო ხალხისთვის.

მე ავდგები მალე და იცოდე, სანამ მაქედან არ გამოგიყვან მე სხვა საქმე არ მაქვს. ვერ ვიტან, მძულს ის აზრი, როცა წარმოვიდგენ, რომ შენ ბიძინას ციხეში ზიხარ. ბურთი მემჩხირება ყელში ბრაზისგან.

დანარჩენს მიეხედება. წიგნებს არ გთავაზობ. არ მგონია რომ ჩვენი გემოვნება მანდ დაემთხვეს.

აბა შენ იცი, იყავი მხნედ და მტკიცედ. მე ვამაყობ შენით როგორც არასდროს.“- წერს უგულავა.