ნიკოლ ფაშინიანი - შევხვდი რუსეთის პრეზიდენტს, შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. 

ნიკოლ ფაშინიანმა ამის შესახებ Twitter-ზე დაწერა.  

„შევხვდი რუსეთის პრეზიდენტს. შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო. განვიხილეთ როგორც ორმხრივი დღის წესრიგი, ასევე რეგიონში არსებული სიტუაცია. მიღწეული შეთანხმების განხორციელების მიზნით, გავაგრძელებთ კომუნიკაციას“, – წერს ფაშინიანი. 

ნიკოლ ფაშინიანსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა გუშინ მოსკოვში გაიმართა.

ცნობისთვის, ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთს ეწვია. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს 2020 წლის 9 ნოემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის სამმხრივი შეთანხმებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს განხილვისთვის ხვდებიან.