კოლინ პაუელი კორონავირუსის გართულებების შედეგად გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კოლინ პაუელი 84 წლისა ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა, 

კოლინ პაუელის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოჯახმა გაავრცელა.

"ჩვენ დავკარგეთ აღსანიშნავი და მოსიყვარულე ქმარი, მამა ბაბუა და დიდი ამერიკელი" - წერს პაუელის ოჯახი ფეისბუქზე.

კოლინ პაუელი აშშ-ის პირველი ფერადკანიანი სახელმწიფო მდივანი იყო. ის სახელმწიფო მდივნის პოსტს 2001-2005 წლებში იკავებდა. ასევე, იყო აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში.