აშშ-ს საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ 5 წლის ზემოთ ბავშვების „ფაიზერით“ აცრას მხარი დაუჭირა

ბრიტანული მედია საშუალება BBC-ის ცნობით, აშშ-ს საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ  (FDA) 5 წლის ზემოთ ბავშვების ფაიზერის ვაქცინით აცრას მხარი დაუჭირა. 

როგორც გამოცემა წერს, მათი აცრა სავარაუდოდ, შემდეგი თვიდან დაიწყება.

ჯერ-ჯერობით აშშ-ში 12 წლის ზემოთ მოსახლეობას ცრიან, ახალი გადაწყვეტილება კი დაახლოებით 28 მილიონ ბავშვს შეეხება. 

ცნობისთვის, FDA-მ სექტემბერში გაავრცელა კვლევების შედეგი, რომელიც ადასტურებს ვაქცინის უსაფრთხოებას ამ ასაკობრივ კატეგორიაში.

აშშ-ის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან აშშ-ში 5-11 წლამდე 160 ბავშვი გარდაიცვალა. რაც შეეხება საქართველოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ პანდემიის დაწყებიდან საქართველოში 9 ბავშვი და მოზარდი გარდაიცვალა COVID-19-ით.