ავტოკატასტროფა მექსიკის შტატში: დაღუპულია 19 ადამიანი, დაშავებულია - 3

მექსიკის შტატში, სატვირთო მანქანა ექვს მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც დიდი ხანძარი გაჩნდა და 19 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

არსებული ცნობით, სატვირთო მანქანას მუხრუჭები გაუმართავი ჰქონდა. 

როგორც მექსიკის გზებისა და ხიდების ფედერალური სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, სატვირთო მანქანას შამპუნის ბაზები გადაჰქონდა.

მომხდარის დროს ავტომობილებს ცეცხლი წაეკიდა.