პენსიონერი, რომელიც კორონავირუსის ვაქცინას ჩაიტარებს, 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებს - ღარიბაშვილი

პენსიონერი, რომელიც 1-ელ იანვრამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას ჩაიტარებს, ერთჯერადად, 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დანამატი პირველი აცრის შემდეგ გაიცემა. 

„დღეიდან 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქიანაციას 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებს. დანამატი გაიცება პირველი აცრის გაკეთების შემდეგ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.