„საქართველოს ბანკის“ გაძარცვის მორიგი მცდელობა - დაკავებულია ერთი პირი

ქეთევან წამებულის 50 ნომერში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ერთი პირი შეიჭრა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულს ბანის გაძარცვის მცდელობა ჰქონდა, თუმცა სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს. 

ამ ეტაპზე, ადგილზე პოლიციაა მობოლიზებული და მიმდინარეობს თვითმხილველების გამოკითხვა. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.