შსს - დავაკავეთ 22 წლის პირი, რომელიც „საქართველოს ბანკში“ დაყაჩაღების მიზნით შეიჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა პირი, რომელიც „საქართველოსბანკის“ ფილიალში შეიჭრა და დაყაჩაღება სცადა. 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ბრალდებულმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიმალვა სცადა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 1999 წელს დაბადებული გ.ტ. მიმდინარე წლის23 ნოემბერს, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე "საქართველოსბანკის" ერთ-ერთ ფილიალში, დაყაჩაღების მიზნით შეიჭრა, თუმცაგანზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიმალვა სცადა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრომოქმედებების შედეგად, იგი შემთხვევის ადგილის მიმდებარეტერიტორიაზე, რამდენიმე წუთში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.