რა ვიცით ალტ-ინფოზე - პოზიციონირება ინტერნეტში და ძალადობის მხარდაჭერისთვის - კვლევა

კვლევა " რა ვიცით ალტ-ინფოს შესახებ"  - დოკუმენტი ეთმობა ბოლო პერიოდში სხვადასხვა ნიშნით ადამიანების დევნისა და მედიაზე მასშტაბური თავდასხმის ორგანიზების დეტალების იდენტიფიცირებას და საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხებს. იგი მოიცავს ძალადობრივ მოვლენებში ჩართული იურიდული პირის - შპს "ალტ-ინფოს" და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების ქმედებების აღწერას.

კველვა გამოაქვეყნა Media Rights • მედიის უფლებები 

ორგანიზაციამ, რომელიც საერთო მაუწყებლობის ავტორიზაციას ფლობს, საკუთარი პლატფორმებით ძალადობრივი ქმედების ჩადენისაკენ საჯაროდ მოწოდება არაერთხელ გაავრცელა.3 Საუბარია ისეთი ჯგუფური დანაშაულების შემცველ განცხადებებზე, როგორიცაა: მყარი უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა,  ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება, სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, ანდა ქონების განადგურების მუქარა. 

“ალტ-ინფოს” წარმომადგენლები მხარს უჭერდნენ სიტყვის,  აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო ადამიანთა დევნასა და მათზე ძალადობას. არაერთხელ 

1 დოკუმენტური ფილმი: “How 5th of July was organized and executed | „5 ივლისის“  ორგანიზება” “ალტ-ინფოს” წამყვანის ზურაბ მახარაძის განცხადება ხელმისაწვდომია:https://bit.ly/2WHcu6S 0 4:23 -04:35 წთ 

2 2021 წლის 5 ივლისს თბილისში სამოქალაქო მოძრაობა - “თბილისი პრაიდის”  ორგანიზებით “ღირსების მარშის” ჩატარება იგეგმებოდა.  

3დოკუმენტური ფილმი: «How 5th of July was organized and executed | „5 ივლისის“  ორგანიზება» ხელმისაწვდომია:https://bit.ly/2WHcu6S 

4განცხადება: ჟურნალისტებზე მასშტაბური ძალადობის შესახებ ხელმისაწვდომია:https://bit.ly/2WMJr1O 

 2 

გაკეთდა განცხადებები ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის აუცილებლობაზე, რაც მაღალი ალბათობით კავშირშია 2021 წლის 5 და 6 ივლისს 10  მედიასაშუალების 53 ჟურნალისტის, ოპერატორისა და ფოტოგრაფის დაზიანების შემთხვევებთან.4 თავდასხმების შემდეგ, 11 ივლისს გარდაიცვალა “TV პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა5, რომელსაც “სირცხვილიას” ოფისის დარბევისას მოძალადეების თავდასხმის შედეგად თვალი დაუზიანდა და თავზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა.6 

“ალტ-ინფოს” წარმომადგენლებმა დააანონსეს წინააღმდეგობა, მუქარა და შესაძლო ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველთა მიმართაც, იმ შემთხვევაში თუ 5 ივლისს ხელისუფლება შეეცდებოდა რუსთაველის გამზირზე მათი უკანონო დაჯგუფებებისათვის ხელშეშლას. აღსანიშნავია, რომ შსს-ს ინფორმაციით,  კონტრაქციის მონაწილეთა აგრესიული ქმედებების შედეგად დაშავდა სამი სამართალდამცველი.7 

„ალტ-ინფო“ არის კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან ასოცირებული, რადიკალური რიტორიკით გამორჩეული ულტრა კონსერვატიული პლატფორმა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 5 ივლისის მოვლენებში”, - ასე ხასიათდება ორგანიზაციის აქტივობები კომუნიკაციების 

5 ლექსო ლაშქარავას შესახებ დეტალური ინფორმაცია - კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მიერ მომზადებული კვლევა „მედიის პოგრომი: თბილისი. 5 და 6 ივლისი http://mediacoalition.ge/ge/a/2a69aa06 გვ.16 

6“სირცხვილიას“ ოფისსა და ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმის ქრონოლოგია Ვიდეო: https://bit.ly/2WWkVuR 

7სტატია: შსს: 6 ივლისს აქციაზე ადმინისტრაციული წესით 100 პირი დავაკავეთ,  მათგან 32 რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში ხელმისაწვდომია:  https://bit.ly/2WSRHNL

კომისიის მიერ დაფუძნებული პლატფორმის - მედიაკრიტიკის ერთ-ერთ მასალაში.8 

რამდენად მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა9“ალტ - ინფომ”  და მისმა წარმომადგენლებმა ძალადობრივი მოვლენების ორგანიზებაში,10 ონლაინ გამოცემა “პუბლიკას”11 მასალაშიც12 ჩანს. დოკუმენტურ ფილმში თავმოყრილია როგორც დანაშაულის მომზადების, ისე ჩადენის დამადასტურებელი კადრები. 

2021 წლის 06 სექტემბერს სახალხო დამცველმა “ალტ - ინფოს”  ერთ - ერთი წამყვანის ზურაბ მახარაძის13 და სასულიერო პირის, სპირიდონ ცქიფურიშვილის14 მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.15 

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები აღწევს დასაბუთებული ვარაუდის, ანუ ბრალის წარდგენის სტანდარტს, რათა ორი პირის მიმართ დაწყებულ იქნას სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ასევე, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტებზე. 

Სახალხო დამცველის განცხადების პასუხად, შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა:16“არ 

8 ბლოგი: 5 ივლისი. „ალტ-ინფოს“ „უხილავი ხელი“?! ხელმისაწვდომია:  https://bit.ly/3BI87Yu 

9სტატია:„ალტ-ინფოს“ ტესტი — რით უნდა ვუპასუხოთ ტელევიზიით დაანონსებულ ძალადობას? Ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3zNRhqt 

10 ვიდეო: ძალადობის ორგანიზებისა და ჩადენის შესახებ 

ხელმისაწვდომია:https://bit.ly/3BRR6Lv 

11მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ონლაინგამოცემა „პუბლიკიდან“ 5  ივლისის მოვლენების შესახებ მომზადებული 2 ვიდეო თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 აგვისტოს განჩინების საფუძველზე გაითხოვა.  Ხელმისაწვდომია:https://bit.ly/38C1yKe 

 3 

არის საქმეში საკმარისი მტკიცებულებები, რომ სახალხო დამცველის მიერ დასახელებული პირების მიმართ ბრალის წაყენება მოხდეს - ზურაბ მახარაძე იქნება თუ სხვა, თუკი იქნება შესაბამისი მტკიცებულებები, მოხდება რეაგირება.” 

2021 წლის 09 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიამ შპს “ალტ ინფოს” ავტორიზაციის მოდიფიცირების მოთხოვნაზე თანხმობა მისცა და 15 სექტემბრიდან კომპანია ეროვნულ დონეზე გავრცელდა შპს “სტერეო +” - ს მეშვეობით. 

2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელებულ ჩანაწერებში,  რომლებიც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდანაა გამოჟონილი, “ალტ - ინფოსთან”  დაკავშირებული პირი - კონსტანტინე მორგოშიაც მოხვდა.  ჩანაწერების მიხედვით, ქართული მარშის ლიდერი სანდრო 

ბრეგაძე ამბობს, რომ თბილისის მერი კახა კალაძე კონსტანტინე მორგოშიას სხვადასხვა შეღავათს უწევს, მათ შორის, მისცა უკანონო მშებლობის ნებართვები, დააფინანსა მისი ორგანიზაცია „ალტერნატივა საქართველოსთვის“ და ასევე, 2020 საპარლამენტო არჩევნებში მორგოშიას და ვასაძის მხარდაჭერილი კანდიდატები 300 000 ლარით დააფინანსა.  კახა კალაძე მორგოშიასთან ფინანსურ და საქმიან ურთიერთობას უარყოფს. გავრცელებულ მასალებში, რომლის იდენტურობაც ამ დრომდე არ არის დადასტურებული,  

12დოკუმენტური ფილმი: «How 5th of July was organized and executed | „5 ივლისის“  ორგანიზება» ხელმისაწვდომია:https://bit.ly/2WHcu6S 

13წინადადება: 2021 წლის 5 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე მოქალაქე ზურაბ მახარაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე https://bit.ly/3l3fhzA 

14წინადადება 2021 წლის 5 ივლისს ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტზე მოქალაქე სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე https://bit.ly/3hbUMj0 15 განცხადება: სახალხო დამცველი 5 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობისკენ მოწოდების ფაქტებზე 2 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3BONM3K 16სტატია: შს მინისტრის მოადგილე - არ არის საქმეში საკმარისი მტკიცებულებები, რომ სახალხო დამცველის მიერ დასახელებულ პირებს ბრალდება წაუყენონ https://bit.ly/3tmNZIr

საუბარია, რომ “კონსტანტინე მორგოშია არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის „პროექტი“. ტელეკომპანია "ალტ ინფოს" წამყვანი, ზურაბ მახარაძეც არის სუს-ის ნომრიანი აგენტი.” 

აღნიშნულის პარალელურად, დადგენილია, რომ თბილისის მერიის დახმარება 2021 წლის 5 ივლისს საპატრიარქოს ახალგაზრდულმა მოძრაობა „დავითიანმა“ მიიღო - მერიამ ქაშუეთის ეკლესიის წინ ხმის ტექნიკა დროებით სარგებლობაში გადასცა და ელექტროენერგიის მიწოდება უზრუნველყო.  

ცნობისთვის, 5 ივლისის პარაკლისი საქართველოს საპატრიარქომ „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებულ „ღირსების მარშს“ დაამთხვია და მოქალაქეებს „ღირსების დაცვის“ სახელით ქაშუეთის ეკლესიასთან შეკრებისკენ მოუწოდა. 

დოკუმენტი ეთმობა ბოლო პერიოდში სხვადასხვა ნიშნით ადამიანების დევნისა და მედიაზე მასშტაბური თავდასხმის ორგანიზების დეტალების იდენტიფიცირებას და საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხებს. იგი მოიცავს ძალადობრივ მოვლენებში ჩართული იურიდული პირის - შპს “ალტ-ინფოს” და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების ქმედებების აღწერას. 

აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა17 ამ დრომდე ვერ მოახერხეს მედიაზე მასშტაბური ძალადობის ფაქტების გამოძიება და დანაშაულის ორგანიზატორთა გამოვლენა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ვიდეომტკიცებულებები, ხოლო ორგანიზატორები ღიად ადასტურებენ ძალადობრივ მოვლენებთან კავშირს. 

გამოუძიებელი დანაშულების ფონზე, “ალტ-ინფოს”  წამყვანები 2021 წლის 26 სექტემბერს ხელმძღვანელობდნენ 

17 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი.pdf 

 4 

რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას და მოითხოვდნენ 5  და 6 ივლისის მოვლენების გამო დაკავებულ პირთა გათავისუფლებას. 

2021 წლის 13 ნოემბერს 5 ივლისის ძალადობრივი აქციის  მონაწილე კონსტანტინე მორგოშიამ ძალადობრივ,  ჰომოფობიურ, ულტრამემარჯვენე ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“  წევრებთან ერთად პარტიის დაფუძნება დააანონსა. „როგორც  კი პოლიტიკური პარტია ვიქნებით, რუსეთთან იმ დღიდან  ვაპირებთ მუშაობას იმაზე, რომ პირდაპირ შევხვდეთ და  ვესაუბროთ, ყოველგვარი მესამე ქვეყნების ჩართვის გარეშე.  საუბარს ვაპირებთ იმ დონეზე, რა დონეზეც არცერთ  პოლიტიკოსს არ ჰქონია შეხვედრები ბოლო 15-20 წლის  მანძილზეც კი“,- ასეთი იყო მათი გეგმა. 

მალევე, 2021 წლის 20 ნოემბერს „ალტ-ინფოს“ გუნდმა  პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ დააფუძნა.  

პარტიის თავმჯდომარედ „ალტ-ინფოს“ წამყვანი ზურაბ  მახარაძე აირჩიეს, პარტიის გენერალური მდივანი კი ამავე  ორგანიზაციის კიდევ ერთი წამყვანი გიორგი ქარდავაა. პოლიტსაბჭოს წევრები ირაკლი მარტინენკო, ირაკლი  მორგოშია, გიორგი ქარდავა და ვასილ გვილია არიან. 

პარტიის რეგისტრაციის საკითხები კვლევის გასაჯაროვების მომენტისთვის ამოწურული არ არის, თუმცა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით (მუხლი 5.2) “დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა,  ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა

ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ,  კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.“ 

ამავე ორგანული კანონის (მუხლი 36) მიხედვით, საქართველოს  საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია,  რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების  დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის  ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან  რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს  ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან  შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება. 

მოძალადე ჯგუფის მიერ პარტიის დაფუძნება, ისევე როგორც  მედიაორგანიზაციის გამოყენებით დანაშაულის ჩადენისაკენ  მოწოდების რეგულირება, დაინტერესებულ წრეებში ჯერ კიდევ  დისკუსიის საგანია. პრობლემების სათავე 5 და 6 ივლისის  მოვლენებზე არასათანადო რეაგირებაშია, სახელმწიფოს  უმოქმედობა კი ძალადობრივ მოვლენებში მმართველი  პარტიის თანამონაწილეობაზე კიდევ უფრო მკვეთრად  მიანიშნებს. 

დოკუმენტი შედგება სამი თავისგან და თან ერთვის რეკომენდაციები, გამოვლენილი კანონდარღვევების დროულად გამოძიების და პრევენციული ზომების დაუყოვნებლივ მიღების საჭიროებების გათვალისწინებით. 

დოკუმენტი მომზადდა სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით. ნაშრომი ეყრდნობა უკვე არსებული კვლევების,  კანონმდებლობის და პრობლემების ანალიზს, მათ შორისაა: 

⇢ ფაქტების მოძიება – ღია წყაროებით გავრცელებული როგორც ვიდეო, ისე აუდიო და ბეჭდვითი მასალების შესწავლა. 

18სტატია: ალტერნატივა მორგოშიასთვის – ვის სახელზე ფორმდება მისი ქონება? 

 5 

⇢ კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასება – შესწავლილია კომუნიკაციების კომისიის მიერ შპს „ალტ ინფოს“ მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.  

⇢ კანონმდებლობის ანალიზი –დოკუმენტში გაანალიზებულია საკანონმდებლო ნორმები დანაშულის მომზადების და ჩადენის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემთხვევებთან დაკავშირებით. 

თავი 1 შპს “ალტ-ინფო” 

1.1. ორგანიზაციის მიზნები და მასთან დაკავშირებული პირები 

შპს „ალტ-ინფო“ საჯარო რეესტრში 2019 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა. წესდების თანახმად, ორგანიზაციის მიზანია კონსერვატიული, ეროვნული ღირებულებების დაცვა,  პოპულარიზაცია და მათი წარმატებით გადასაწყვეტად ალტერნატიული მედიაპლატფორმის შექმნა და განვითარება.  დირექტორი შოთა მარტინენკოა, რომელიც კომპანიის 50%  წილს ფლობს და ამავე არხის წამყვანიცაა, მეორე 50% წილი კი - ციალა მორგოშიას სახელზეა გაფორმებული, რომელიც18 კონსტანტინე მორგოშიას მამიდაა და ხშირად მისი კუთვნილი კომპანიები სწორედ ციალა მორგოშიას სახელზე რეგისტრირდება. ამჟამად ციალა მორგოშიას სახელი 7  კომპანიასთან არის აფილირებული. იგი ლევან ვასაძის პარტიის მხარდამჭერ, ჰომოფობ, პრორუს ბლოგერ ბექა ვარდოსანიძესთან ერთად შპს “დედაქალაქში” 20%-იან წილსაც ფლობს. 

მედიაპლატფორმა “ალტ-ინფო” მკვეთრად ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის მხარდაჭერით გამოირჩევა,  

https://bit.ly/3n4iscR

მუდმივად ესხმის19 თავს დასავლურ ღირებულებებს და ცდილობს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.20“ალტ ინფოს” წამყვანები ხშირად აჟღერებენ “საქართველოს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების”  იდეას. “ალტ-ინფო” ცდილობს ანტიდასავლური განწყობების გაღვივებით რუსეთისადმი ხალხის კეთილგანწყობა გაზარდოს. მათი თქმით, “საქართველოს არა აქვს არანაირი ევროპული მომავალი და ის ვერც ნატოში გაწევრიანდება.”21 ამავე დროს, ამართლებს ბავშვზე ფიზიკურ ძალადობას,  ცემას.22 

ორგანიზაციასთან რამდენიმე კომპანიაა დაკავშირებული:  - ა(ა)იპ “ახალგაზრდული ალტერნატივა” - კომპანიას “ალტ-ინფოს” წამყვანი და რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქე გიორგი ქარდავა23 ხელმძღვანელობს.  

- ა(ა)იპ “ალტერნატივა საქართველოსთვის” - ორგანიზაციის გამგეობის წევრები კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო,  ირაკლი ყიზილაშვილი (მარტინენკო) და გიორგი ქარდავა არიან. 

- ა(ა)იპ “კონსერვატიული პოლიტ - ანალიტიკის ცენტრი” - კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ,,ალტ ინფოს” წამყვანი ზურაბ მახარაძეა. 

კონსტანტინე მორგოშია პატრიოტთა ალიანსის შემომწირველი და “ქართული მარშის”24 ყოფილი წევრია, იგი 

19Სტატია:ალტ-ინფო—ანტიდასავლური ჯგუფი არჩევნების წინ მოქმედების მასშტაბს ზრდის ხელმისწვდომია: https://bit.ly/3jJIlwu 

20 Სტატია: ალტ ინფო, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3BGSDUw 

21 სტატია „არ ღირს ოკუპაციის დემონიზება“ - რისთვის იბრძვის "ალტ-ინფო"  ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3DKTCVr 

22 გადაწყვეტილება https://bit.ly/38JYZWw 

23 სტატია ძალადობრივი “ალტ-ინფოს” წამყვანი მოსკოვში “ალტერნატივა საქართველოსთვის” ვიზიტს გეგმავს ხელმისაწვდომია https://bit.ly/3yGhKVn 24სტატია:"ოფისის ქირას 1000 ლარს ვიხდით მე და კონსტანტინე მორგოშია" - სანდრო ბრეგაძე "გამჭირვალობა საქართველოს" პასუხობს. ხელმისაწვდომია https://bit.ly/3h8g8O l 

 6 

2016 წელს მცხეთის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. Მორგოშიას ოჯახის წევრებმა “პატრიოტთა ალიანსს”25 96 ათასი ლარი შესწირეს. აუდიტის სამსახურის მოკვლევის საფუძველზე სასამართლომ კანონის გვერდის ავლით განხორციელებული შემოწირულობისთვის 180 ათასი ლარით დააჯარიმა.  მორგოშია ამბობდა, რომ ჯარიმის გადახდას არც აპირებდა.26 მოვალეთა რეესტრის მონაცემებით, კონსტანტინე მორგოშიას მიმართ 2012 და 2017 წელს დაწყებული სააღსრულებო წარმოება, ამ დრომდე არ დასრულებულა.  

მორგოშია, “ქართული მარშის” სხვა წევრებთან ერთად, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით ოსურ მხარესთან მოლაპარაკებებში იყო ჩართული და მისივე ფეისბუქპოსტის მიხედვით, ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფლად გადადიოდა.  

კონსტანტინე მორგოშია აქტიურად იყო ჩართული გაეროში საქართველოს ყოფილი ახალგაზრდა ელჩის, თათია დოლიძის მისამართით27 საჯარო მუქარების გავრცელებაში,  საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას მიმართ გამოთქმული ჰომოფობიური და მუქარის შემცველი სტატუსის გამო კი, შსს-ში დაკითხვაზეც იმყოფებოდა.28 

25 მემარჯვენე-კონსერვატიული პრორუსული მიმართულების პოლიტიკური პარტია საქართველოში 

26კონსტანტინე მორგოშია:“არაა ჩემი გადასახდელი. ეხლა ლომჯარიას რაღაცამ მოუარა (საუბარია ნინო ლომჯარიაზე, რომელიც იმ დროისთვის აუდიტის სამსახურის უფროსი იყო) და რა ვიცი, წეროს და იკითხოს. ლომჯარიას ჯარიმებს მე არ ვიხდი.”ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3yKWwFR 

27სტატია: "ქართველთა მარშის" ორგანიზატორები თათია დოლიძეს ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებიან ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2X1J5oa 28Სტატია: ქართული მარშის წევრი გურამ კაშიას საკითხზე შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2WN3kFP

„ქართული მარშიდან“ წამოსვლის შემდეგ კი ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან აგრძელებს საქმიანობას. კონსტანტინე მორგოშიამ 2021 წლის მაისში განაცხადა, რომ მთელი “ალტ ინფოს” ჯგუფი მოიაზრება ლევან ვასაძესთან პოლიტიკურ გაერთიანებაში, თუმცა კონკრეტული პირების და თარიღების დასახელებისგან თავი შეიკავა კონსულტაციების გაგრძელების29 მოტივით. 

მორგოშიას სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, აქვს წილი შპს “კემ კონსტრაქშენში” და რეგისტრირებულია დირექტორად შპს “გრანდე გრუპ ჯორჯიაში”, შპს “საინვესტიციო ჯგუფი კონსტანტინეში” და თავმჯდომარე ა(ა)იპ “კავკასიონში”. ამავე დროს, იგი “ალტერნატივა საქართველოსთვის” მთავარი დამფინანსებელიცაა. “აი, ფაქტთან” ინტერვიუში30 უთითებს,  რომ სხვადასხვა აქტივობას საკუთარი ბიზნესის შემოსავლებით აფინანსებს და ეს თანხა კოლოსალური არ არის. მორგოშია საკუთარ სახელზე უძრავ ქონებასა და ბიზნესის დიდ ნაწილს არ ფლობს. როგორც ამბობს, მას შემდეგ რაც სააკაშვილის დროს დაიჭირეს და ბიზნესი ჩამოართვეს, “ჭკუა ისწავლა და ასე უფრო კომფორტულადაა.”  მისი ბიზნესის ძირითადი ნაწილი ოჯახის წევრებზე ან/და მეგობრებზეა გაფორმებული.31 

29Სტატია ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდის ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3zYNjes 30 სტატია: რუსეთის “ალტერნატივა საქართველოსთვის”  Ხელმისაწვდომია:https://bit.ly/3yOb33A 

31მაგალითად, 2015 წელს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 23  წლის დავით ისახანაშვილს (მორგოშიას მეგობრის შვილს) მცხეთაში, დავით აღმაშენებლის ქუჩა №27-ში არსებული 2,653 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე მცხეთის არქეოლოგიური ბაზა პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად გადაეცა. მორგოშიამ აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებისათვის საჭირო პროცედურები მალევე დაიწყო. 

2014-2018 წლებში მორგოშიამ, ისევ ისახანაშვილის სახელით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში 163 ჰა სასოფლო სამეურნეო მიწა მიიღო, რაშიც 170,000 ლარი გადაიხადა. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3jKfus8 

 7 

ლევან ვასაძე - ბიზნესმენი ლევან ვასაძე ულტრანაციონალისტური, ქსენოფობიური, ჰომოფობიური და პრორუსული განწყობებითაა ცნობილი. მას უკავშირდება არაერთი ჰომოფობიური აქციის ორგანიზება. მათ შორის, იმ ძალადობრივი ჯგუფების ხელმძღვანელობა, რომლებიც 2019  წელს კომბლებით და ქამრებით აპირებდნენ “თბილისი პრაიდის” ღირსების მარშის32 ჩატარების ხელშეშლას. ასევე,  

ცდილობდა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced)  კინოჩვენების ჩაშლას33. 

“ალტ-ინფო” აქტიურად აშუქებდა ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებს და ორგანიზებას უწევდა ხალხის მობილიზებას34 ლევან ვასაძის საჯარო პრეზენტაციისთვის.35 

აღსანიშნავია, რომ “ალტ-ინფოს” სტუმრები, ლევან ვასაძის მსგავსად, ანტიდასავლური განწყობის და პრორუსული ხედვის ქართველი პოლიტიკოსები არიან, ამასთანავე, ორგანიზაციამ რამდენჯერმე უმასპინძლა ლევან ვასაძესთან დაახლოებულ პირს, ალექსანდრე დუგინს.  

2021 წლის 22 სექტემბერს გამოქვეყნდა სტატია36, “როგორ ცდილობდა მთავრობა და ეკლესია 2019 წლის პრაიდის ჩაშლას – სუს-ის ფაილები”, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ,  

ფარული მიყურადებით მოპოვებული ფაილების შინაარსს 

32სტატია: ღირსების მარში გაიმართება, პოლიცია ვალდებულია მისი მონაწილეები დაიცვას 

https://bit.ly/3tcClj7 

33სტატია: „თბილისი პრაიდი" ვასაძეს საჩუქრად უგზავნის ბილეთს ლევან აკინის ფილმის ჩვენებაზე დასასწრებად 

https://bit.ly/3h0N3UO 

34 ვიდეო: 16 მაისის აქცია; ეკლესიაზე შეტევა მწვავდება; ლიბერალები ლგბტ პრაიდის ჩატარებას აანონსებენ, ხელმისაწვდომია https://bit.ly/38HavC3 35ვიდეო ლევან ვასაძე პოლიტიკაში შემოვიდა , ხელმისაწვდომია:  https://bit.ly/3DOUx7n 

36 სტატია “როგორ ცდილობდა მთავრობა და ეკლესია 2019 წლის პრაიდის ჩაშლას – სუს-ის ფაილები”

ასახავს: მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის სასულიერო 

პირები და ბიზნესმენი ლევან ვასაძე 2019 წლის თბილისი პრაიდთან დაკავშირებულ თავიანთ გეგმებს საპატრიარქოს აწვდიდნენ. მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები კი მათ,  თავის მხრივ, მთავრობასთან და დიპლომატებთან შეხვედრის დეტალებს აცნობდნენ. დოკუმენტების თანახმად, 2019 წლის ღირსების მარშის ჩაშლას ხელისუფლებაც ცდილობდა და ეს საპატრიარქოსთვის ცნობილი იყო. ფაილების მიხედვითვე,  

ეკლესია პრაიდის საწინააღმდეგო აქციებს ჩუმად აორგანიზებდა, თუმცა, მათთან აფილირება არ სურდა და სასულიერო პირებს მიტინგებში მონაწილეობისა და ხმამაღალი განცხადებებისთვის საყვედურობდა. 

ალექსანდრე დუგინი - ევრაზიული მოძრაობის დამფუძნებელი და ულტრანაციონალისტი ფილოსოფოსია.  მითების დეტექტორის ცნობით, დუგინის ევრაზიული იდეა მხარს უჭერს რუსეთის ექსპანსიასა და ევრაზიულ კონტინენტზე რუსეთის უპირატეს სულიერ-პოლიტიკურ როლს და დაფუძნებულია რუსულ ორთოდოქსულ ხედვაზე. ნაცისტური გერმანიის იდეით შთაგონებული დუგინი მიიჩნევს, რომ ევრაზიის კონტინენტი ქვეყნების ერთგვარი ფედერაცია უნდა იყოს, რომელსაც რუსეთი ლიდერობს.37 დუგინი არ აღიარებს38 საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მიიჩნევს, რომ საქართელოში ამერიკული ბაზების ყოფნა ხელს უშლის რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობას.  

37 სტატია: ლევან ვასაძის მტკიცებით, ალექსანდრ დუგინს საქართველოზე აზრი შეაცვლევინა 

ხელმისაწვდომია:https://bit.ly/3n23AMl 

38სტატია:ალექსანდრე დუგინი - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღება გამორიცხულია ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3h4ydgn 

392018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, „სამართლიანმა არჩევნებმა“  გამოავლინა 34 ფეისბუქგვერდი, რომლებიც კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას ავლენდნენ და პროპაგანდისტული ნარატივების გამავრცელებელ ორგანიზაცია “ალტ ინფოსთან” იყვნენ დაკავშირებული. 34 გვერდის გარდა გამოიკვეთა 25 საჯარო ჯგუფი,  

1.2. პოზიციონირება ინტერნეტში და ძალადობის მხარდაჭერისთვის მიღებული სანქციები 

ანტი-დასავლური, ქსენოფობიური და რასისტული შინაარსის მქონე დეზინფორმაციების გავრცელების გამო სოციალურმა ქსელმა ფეისბუქმა39“ალტ-ინფოს” მიმართ არაერთი სანქცია40 გამოიყენა.41 

2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების შემდეგ კი, “ალტ-ინფოს” მიერ გაკეთებული განცხადებების და ძალადობრივი მოწოდებების გამო ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის მატარებელი გვერდი ფეისბუქის მიერ კიდევ ერთხელ დაიბლოკა.42 მოგვიანებით, ორგანიზაციამ ახალი ფეისბუქგვერდის მეშვეობით გააგრძელა პოზიციონირება.  

11 ივლისს კომპანიას ჰოსტინგ მომსახურება შეუჩერდა - კომპანია iPage.Com-მმა ცნობად მიიღო, რომ აღნიშნული ჯგუფი ავრცელებს სიძულვილის ენას, მოუწოდებს ხალხს აგრესიისკენ და არღვევს ანტიდისკრიმინაციულ კანონს და ვებგვერდი43 გათიშა. ორგანიზაცია ამ დროისათვის ახალი ვებგვერდით აგრძელებს მუშაობას.  

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელებთან, (ვაიბერი,  ტელეგრამი, ფეისბუქი), ერთად “ალტ-ინფო” აქტიურად 

რომლებშიც აქტიურად ზიარდებოდა „ალტ-ინფოს“ სიახლეები და ჯამურად 777,679  წევრი ჰყავდა.  

40 სტატია: ფეისბუქმა 4 ულტრა-ნაციონალისტური ქართული გვერდი დაბლოკა ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3zWGvxW 

41 Freedom House NATIONS IN TRANSIT 2021 https://freedomhouse.org/country/georgia/nations-transit/2021 

42სტატია: ალტ-ინფოს Facebook-გვერდი გაკეთებული განცხადებების გამო წაიშალა – ISFED ხელმისაწვდომია: https://bit.ly/38J1vwp 

43 სტატია: ძალადობრივი და პრორუსული Alt-Info-ს ვებგვერდი გათიშეს ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2YvPZ5P

იყენებს საკუთარ აპლიკაციას, იუთუბს, საკაბელო ოპერატორების მომსახურებას. 

1.3. საერთო მაუწყებლობის ავტორიზაცია და სანქციები 

კომუნიკაციების კომისიას “ალტ ინფომ” ავტორიზაციის მოთხოვნით 2020 წლის 18 ნოემბერს მიმართა.  მარეგულირებლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით44 კომპანია მაუწყებლობის სფეროში45 ავტორიზებული პირია46. 

მინიჭებული ავტორიზაციით შპს „ალტ ინფო“ ვალდებულია: 

- დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;  მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა; 

- დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; 

- თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები,  თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ; 

44 გადაწყვეტილება შპს „ალტ ინფოს“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე ხელმისაწვდომია https://bit.ly/3n1D9pW 

45 ამონაწერი სხდომის ოქმიდან 56-20, 26.11.20.pdf 

46ააიპ მედიის უფლებებმა, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობას აკვირდება, კომისიიდან გამოითხოვა “ალტ ინფოსთან” დაკავშირებული საჯარო დოკუმენტები. ირკვევა, რომ “ჟურნალისტური ეთიკის, სამუშაო უფლებების,  

 9 

- ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი,  პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით; 

- გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლოატაციის წესი; 

- კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა; 

- იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი,  რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. 

გაგრძელება https://drive.google.com/file/d/1CS-SVgi3Kd6JJCfnVf7iTUhA8djsAjSj/view?fbcl