ბულგარეთში, ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა - გარდაიცვალა 45 ადამიანი, მათ შორის 12 ბავშვი

ბულგარეთში, ავარიის შედეგად, ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა - გარდაიცვალა სულ მცირე 45 ადამიანი, მათ შორის 12 ბავშვი. ამის შესახებ ინფრომაციას გამოცემა CNN ავრცელებს. 

ბულგარეთის ხელისუფლების ცნობით, ავტობუსში 52 მგზავრი იმყოფებოდა და უმეტესობა ტურისტები იყვნენ, რომლებიც თურქეთიდან მოგზაურობიდან ბრუნდებოდნენ.

ინციდენტი სამშაბათს ადგილობრივი დროით დილის 3 საათზე მოხდა.

ადგილობრივი მედიის BNT-ის განცხადებით, ავარიის შედეგად შვიდი ადამიანი გადარჩა - ორი ქალი და ხუთი მამაკაცი, რომლებიც ავტობუსის უკან მგზავრობდნენ და გაქცევის მიზნით მინები ჩაამტვრიეს. დაღუპულთა შორის ოთხი წლის ტყუპი ბიჭებიც არიან.

 ხელისუფლებამ დასძინა, რომ დაღუპულთა იდენტიფიცირება რთული იქნება, რადგან ცხედრები ხანძრის შედეგად ძლიერ დაზიანდა.