1-ლი დეკემბრიდან, რესტორნებში „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება და საათობრივი შეზღუდვა მოიხსნება

რესტორნებს, რომელთაც 1-ელი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ „მწვანე პასპორტებით“, მოეხსნებათ საათობრივი შეზღუდვა, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

„რესტორნებს, რომელთაც 1-ელი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ „მწვანე პასპორტებით“, მოეხსნებათ საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე. ყველა რესტორანი ვალდებულია მომხმარებელი 1-ელი დეკემბრიდან მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ შემთხვევაში მიიღოს,“- განაცხადა მან.

შეგახსნებეთ, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო, რესტორნებს მუშაობის უფლება 23:00 საათამდე ჰქონდათ.

ცნობისთვის, 1-ლი დეკემბრიდან ე.წ "მწვანე პასპორტის" კონცეფცია ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

"მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის.