ამდენხნიანი შიმშილის შემდეგ, შეძლო და დერეფანში გაიარა, ცოტა გაუჭირდა - ექიმი სააკაშვილზე

სახელმწიფო კონსილიუმის წევრ ექიმის, ელენე გიორგაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა გეგმურად მიდის და მისი ჯანმრთელობის მდგომაროება ნელ-ნელა უმჯობესდება. 

ექიმის თქმით, გუშინ, ექსპრეზიდენტმა, პირველად შეძლო და დერეფანში გაიარა.

„ჩვენ მივყვებით პროგრამას ყოველდღე. მისი ორგანიზმი ამის საშუალებას გვაძლევს. გეგმურად მიდის ყველაფერი და ნელ-ნელა ყველაფერი უკეთესობისკენაა. მაგრამ, რამდენი დრო დასჭირდება, ნამდვილად არ ვიცით. ყოველდღიურად ამიტომაც მოვდივართ, რომ მახვედრებენ ანალიზებს, მერე ვაფასებთ მის მდგომარეობას, ისევ ვგეგმავთ საღამოს და მეორე დილას.

ადინამიის შემდეგ, არ მოძრაობდა და პირველი მცდელობა გვქონდა გუშინ, რომ ამდენი ხნის შიმშილის შემდეგ, დერეფანში გაგვევლო, გაუჭირდა ცოტა, თუმცა გუშინ საღამოს შეძლო, რომ 5 წუთის განმავლობაში გაირ-გამოიარა."- ამბობს ექიმი.