ქედის მუნიციპალიტეტის მერი შპს ,,ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის" თანამშრომლებს შეხვდა

დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე შპს ,,ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის" თანამშრომლებს შეხვდა. ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, როლანდ ბერიძემ მათთან მიმდინარე საკითხები განიხილა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ამასთანავე, საუბარი შეეხო ასევე ორგანიზაციის საჭიროებებს, რომელიც მომდევნო წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება.

მერმა თანამშრომლებს საქმის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და მაქსიმალურ მხარდაჭერას დაჰპირდა. შეხვედრის დასასრულს კი, თანამშრომლებს სპეც. ტანსაცმელი გადასცეს.