გიული ალასანია: მთელმა საზოგადოებამ უნდა იზრუნოს, რომ სააკაშვილი გავათავისუფლოთ

თვალშისაცემია, რომ ადამიანი არის დათრგუნული, ძველებური არ არის, როგორსაც ჩვენ ვიცნობდით, - ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

გუიული ალასანიამ ექსპრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა.

„თვალშისაცემია, რომ ადამიანი არის დათრგუნული, ძველებური არ არის, როგორსაც ჩვენ ვიცნობდით. ჩემი სურვილია, რომ ის იყოს თავისუფალი და მთელმა საზოგადოებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ეს ადამიანი გავათავისუფლოთ - სხვა გამოსავალი არ არის. გაოგნებული ვარ, გუშინ მოვისმინე განცხადება, რომ მისმა 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა თურმე ოპოზიციური მოძრაობა. ვინმეს გაუგია ასეთი ისტორიული ფაქტი, რომ გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას? მთელი საზოგადოების აქტიურობა არის საჭირო, არავითარი შესვენება", - განაცხადა გიული ალასანიამ.