ზურაბ ჯაფარიძე ხელისუფლებას - ონლაინ კაზინოს ვაწყობთ, ისე რომ ვერ ჩაგვავლებენ ვერანაირად

პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლება", პრემიერ-მინისტრის ინიციატივის საპასუხოდ, ონლაინ კაზინოს ქმნის. 

ამის შესახებ ინფორმაციას, პარტიის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ჯაფარიძე წერს, საიტის დემო ვერსია უკვე შეიქმნა. 

"ონლაინ კაზინოს ვაწყობთ, ისე რომ ვერ ჩაგვავლებენ ვერანაირად"

ესაა სლოტი, BOOK OF FREEDOM, დემო ვერსია.

ქართული ოცნება / Georgian Dream თვალყური გვადევნეთ" - წერს ზურაბ ჯაფარიძე. 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით, პირველ ეტაპზე, გადასახადების გაზრდას, რეკლამების აკრძალვასა და ბარიერის 25 წლამდე აწევას განიხილავდა. მეორე ეტაპზე კი, ონლაინ-კაზინოები სრულად აკრძალვას.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ონლაინ-კაზინოების მეშვეობით, 1,5 მილიარდი ლარი უცხოეთში გაედინება და აქედან დიდი ნაწილი გაჭირვებული მოსახლეობისაა, რომელიც არ მუშაობს.