მიხეილ სააკაშვილი: 29-ში შეიკრიბეთ სასამართლოსთან, პირველად მექნება შესაძლებლობა პირდაპირ მოგმართოთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს მიმართავს და მოუწოდებს, 29 ნოემბერს, პროცესის პარალელურად, სასამართლოს ეზოში შეიკრიბონ. ექსპრეზიდენტის თქმით, ეს იქნება მისი პირველი შესაძლებლობა, რომ პირდაპირ მიმართოს საზოგადოებას. 

მიხეილ სააკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს დღეებში მისი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი შეიქმნება. 

"მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება ჩემი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი. ამავე დროს, ველი და ზუსტად ვიცი, რომ ამ მიმართულებით ისეთივე ძალით გააგრძელებს აქტიურობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მადლობელი ვარ სხვა პარტიების და პიროვნებების მხრიდან აქტიურობის და ეს გარდაუვლად გამოიწვევს საზოგადოების ფართო ფენების აქტიურობის ტალღას. მოგიწოდებთ მრავალი სხვადასხვა აქციისკენ და უნდა მოვამზადოთ ერთი დიდი საერთო ეროვნული აქცია დეკემბერში.

29-ში ჩანიშნულ "სასამართლო" პროცესზე გთხოვთ, რომ შეიკრიბოთ სასამართლოსთან. ეს იქნება პირველი შესაძლებლობა პირდაპირი მიმართვის ბოლო ორ თვეში. ყველამ ვიცით, რომ სასამართლო ფარსია, მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი შეხვედრის ადგილად." - წერს მიხეილ სააკაშვილი.