კორონავირუსით ინფიცირებული 25 წლის ორსული, თურქეთში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა

კორონავირუსით ინფიცირებული 25 წლის ორსული ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებენ.

ქალი, რომელიც ბათუმში მკურნალობდა, ოჯახმა თურქეთში გადაიყვანა, სადაც, საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. 2 დღის შემდეგ ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, ჩვილი გადარჩა. 

ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორის, ნუგზარ პაპას თქმით, კლინიკაში ყოფნისას ორსულს ვირუსის მძიმე მიმდინარეობა არ აღენიშნებოდა.