შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა მოადგილეებთან ერთად წლის წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვა

დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, მოადგილეებთან ერთად წლის წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვა. 

ტაკიძემ, მოადგილეებთან ერთად წლის წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვა. ფულადი ჯილდო 7 წარმატებულ სპორტსმენს და 3 საუკეთესო მწვრთნელს გადაეცა, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მუნიციპალიტეტის და რეგიონის სპორტის განვითარებაში.

"მახარებს თითოეული თქვენგანის წარმატება. მინდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი და კიდევ უფრო დიდი წარმატებები გისურვოთ. სპორტზე ზრუნვა და მისი განვითარება იყო და კვლავაც რჩება ჩვენს პრიორიტეტად. მუნიციპალიტეტი მომავალშიც გააგრძელებს წარმატებული სპორტსმენების მხარდაჭერასა და წახალისებას“- განაცხადა ომარ ტაკიძემ