ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი თვის ჩვილი გარდაიცვალა

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, 4 იანვარს მოხდა.

ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძეს განცხადებით, 4 თვის ჩვილი კლინიკაში 31 დეკემბერს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი შეიყვანეს და მმართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ცნობისთვის, ბოლო 6 დღეში ციციშვილის კლინიკაში ვირუსით ორი ჩვილი გარდაიცვალა.