თბილისში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

თბილისში, მიხაკო წერეთლის 9 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

 „თბილისი ენერჯიშის“ განცხადებით, ბინაში დამონტაჟებული იყო აკრძალული ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი.