სოფელ მუხროვაში, მამაკაცის ცხედარი ხეზე მიბმული იპოვეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხროვანის ერთ-ერთ ტყეში, მამაკაცის ცხედარი ხეზე მიბმული იპოვეს. 

გავრცელებული ცნობით, მამაკაცს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და საქმე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობას ეხება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, მომხდარზე გამოძიებასისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.