
სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე დამნაშავედ ცნო, არც ერთი ბრალდებული არ ეთანხმება.
როგორც „ლელოს“ ლიდერებმა გამაცხადეს, ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე და სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.
„ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არ ვეთანხმებით, არანაირი დანაშაული არ მომხდარა, არანაირი დანაშაულის ნიშან-წყალი არ არსებობს, ეს იყო ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტის გადასარჩენად, რომელიც გადავარჩინეთ, გავხადეთ ჩვენი ქვეყნის წარმატების სახედ და იგივეს მივაღწევთ პოლიტიკაშიც,“-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ეს არის ის სასამართლო, რომლის დემონტაჟიც უნდა მოხდეს.
“რაც შეეხება დღევანდელ გადაწყვეტილებას, ძალიან ნათელია ის სიყალბე, რომელიც მოვისმინეთ მოსამართლის პირით. ჩვენ გვედავებოდნენ 12 წლის წინანდელი, 2008 წელს ვითომდა ფულის გათეთრების მუხლით და უცებ ეს მუხლი გაქრა და 4 წლის შემდეგ 2012 წელს თურმე თაღლითობა ჩაგვიტარებია, რომელზეც გამოძიებაც კი არ არის ჩატარებული, არ არ არის დადგენილი არც დაზარალებული, არც მომჩივანი. ეს არის ნონსენსი, ეს არის ის სასამართლო, რომლის დემონტაჟიც უნდა მოვახდინოთ ჩვენ და საზოგადოებამ“, - განაცხადა ხაზარაძემ.
„ლელოს“ ლიდერების პოზიციას უერთდება ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი, ავთანდილ წერეთელი. მისი თქმით, ბოლომდე გამართლების მოლოდინი ჰქონდა.
"თურმე ვყოფილვარ თაღლითი, მომისაჯეს 7 წელი და ვინაიდან ხანდაზმულია ციხეში არ გამიშვეს. როგორ უნდა დამტკიცდეს დანაშაული... გასაჩივრდება ყველა ვარიანტში, რაც არ უნდა მოხდეს. უნდა იბრძოლო, მოლოდინი მქონდა დღეს?! არ მქონდა ამის მოლოდინი, მქონდა გამართლების მოლოდინი", - ამბობს ავთანდილ წერეთელი.
შეგახსნებეთ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძესა, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს 7-7 წლით პატიმრობა მიესაჯათ, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ისინი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ.

მტრის რაკეტებით დაშავებული პატარა უკრაინელი გოგონა უკრაინის ჰიმნს მღერის, სანამ ექიმები ჭრილობებს უხვევენ.
ინტერვიუ გადარჩენილებთან, რომლებიც სავაჭრო ცენტრში კრემენჩუგის დაბომბვის დროს იმყოფებოდნენ
კრემენჩუგში მდებარე სავაჭრო ცენტრზე რაკეტის მოხვედრის მომენტი
ოკუპანტებმა კრემენჩუგში სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, შენობაში ათასზე მეტი ვიზიტორი იყო
ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს ფშავი
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |