ნატო-ს გენმდივანი: რუსეთს მოვუწოდეთ, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვიდან ძალები გაიყვანოს

ნატო-ს გენერალურმა მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მოკავშირეებმა რუსეთს მოუწოდეს, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიებიდან ძალები გაიყვანონ და პატივი სცენ მათ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეს. 

ამის შესახებ სტოლტენბერგმა ნატო-ს მოკავშირეებისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

„რუსეთს სამხედრო ძალები ჰყავს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში. ეს სამხედროები იქ ამ ქვეყნების მთავრობების ნებართვით არ არიან, ისინი დაუპატიჟებლები, მიუღებლები არიან. დღევანდელ შეხვედრაზე NATO-ს მოკავშირეებმა მოვუწოდეთ რუსეთს რომ ძალები გაიყვანოს და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ყველა ქვეყნის საზღვრის პატივისცემა ფუნდამენტური პრინციპია,“- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.