დღეს, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე სასამართლო მიხეილ სააკაშვილს მოუსმენს

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის არსებითი სხდომა დღეს გაიმართება.

სხდომას დაესწრება თავად ექს-პრეზიდენტი, რომელიც სიტყვის გამოსვლის უფლებით ისარგებლებს. 

პროცესი სასამართლოში 13:00 საათზე დაიწყება. 

ცნობისთვის, საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთს, რომელზეც გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. 

აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული.